მოვალეობები:
- პაციენტთა სამედიცინო მომსახურება მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო ჩარევების განხორციელებით;
- პაციენტის სრული გასინჯვა;
- პაციენტთა ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა დაავადებათა პრევენციის მიღებული მეთოდებითა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა;
- ქრონიკული დაავადების შემთხვევაში პაციენტის მართვის ინდივიდუალური გეგმის შედგენა,
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
- სადაზღვევო დოკუმენტაციის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სერთიფიცირებული პედიატრიაში და საოჯახო მედიცინაში
- მინიმუმ 2 წლიანი ექიმად მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა
სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები და დღეები: ორშაბათი- პარასკევი 09:20 საათიდან 17:00 საათამდე 1 საათიანი შესვენებით;
ლოკაცია: ქ. ქუთაისი, ჩეჩელაშვილის ქ. #6ა, კლინიკა „ლჯ“
ანაზღაურება - 1500 ლარი